ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის ქბრბ უსაფრთხოების შესახებ
პროექტის, „მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), ჩაატარა ტრენინგი ქბრბ (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული) უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგს, დოქტორი მარკ მაიკლ ბლუმი უძღვებოდა და სამი დღის განმავლობაში მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის: ბირთვული იარაღის ისტორია და ამ იარაღის კონტროლის რეჟიმები, ქიმიური იარაღის ტიპები და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით ჩადენილი მკვლელობები.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების ოფისის (CTR) მხარდაჭერით.