სიახლე

ტრენინგი რადიკალიზაციასა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

2019 წლის 17 აპრილს თბილისში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის GCSD-მ ტრენინგი ჩაატარა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ.

ტრენინგს საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგზე საკითხი, როგორც თეორიული, ასევე რეალური მაგალითების განხილვისა და დისკუსიის ფორმატში მიმოიხილეს. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს, თუ რა შეიძლება იყოს გზა ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და ეფექტიანი ალტერნატიული ნარატივების მიწოდების კუთხით. განიხილეს საქართველოში არსებული ყველა ფორმის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ნიშნები, გამოწვევები და პრევენციის შესაძლო გზები. 

ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.