ცხადდება სასტიპენდიო კონკურსი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე.
სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:
- ახალი მედია და ტექნოლოგიები ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაში და მათი როლი სახელმწიფოს მედეგობის გაუმჯობესებაში;
- ყოველდღიურ ცრუ ამბებთან დაპირისპირება: როგორ გავუმკლავდეთ შეთქმულების თეორიების მასიურ ტალღას;
- ფართო სამოქალაქო საზოგადოების როლი სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გაუმჯობესებასა და მტრულ ნარატივთან გამკლავებაში; აკადემიის როლი პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში;
- როგორ დავიცვათ საინფორმაციო სივრცე არჩევნების დროს: საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის;
- საქართველოს ეროვნული სტრატეგიული ნარატივის ჩამოყალიბება და საერთაშორისო გამოცდილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
- ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV არაუმეტეს ორი გვერდისა;
- უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში;
- საკვლევი თემის აბსტრაქტი აბსტრაქტის მოთხოვნები;
- განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას და შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორ თემაზე;
- განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
- აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
- აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე;
თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 2,000 ლარს.
კონკურსის პირობებში გაიცემა არაუმეტეს 5 სტიპენდიისა.
ხუთივე პრიორიტეტულ საკითხზე შეირჩევა სხვადასხვა ავტორი.
მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ Stratcom Fellowship. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი. გისურვებთ წარმატებას!