ტენდერები

ტენდერი ტრენინგ მოდულის დიზაინის შექმნაზე

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD, აცხადებს  ტენდერს ტრენინგ მოდულის დიზაინის შექმნაზე.

დავალება გულისხმობს, ქართულენოვანი ტრენინგ მოდულისთვის დიზაინის შემუშავება, გახმოვანება და ვიდეო გაკვეთილებად გარდაქმნა. მოდულების მოცულობა - სულ 292 სლაიდი. გასახმოვანებელი მასალის მოცულობა - 24 900 სიტყვა (Word count statistics).

ამისათვის, კომპანიამ, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, უნდა:

  • მოამზადოს მოდულების დიზაინი;
  • მოამზადოს გახმოვანების აუდიო ფაილი;
  • მოახდინოს აუდიო ფაილის და მოდულების ინტეგრაცია და საბოლოო სახით ვიდეო ფაილების შექმნა;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მომსახურების ფასი, დღგ-ს გარეშე  და სამუშაოს შესრულების გრაფიკი;
  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია);
  • დამზადებული პროდუქტების ორტფოლიო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ (შემოსავლების სამსახურის პირადი გვერდიდან, დაუმოწმებელი).

ზემოთ მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზეgcsd@gcsd.org.ge  არაუგვიანეს 14 სექტემბრის 18:00 საათისა.

 გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ტენდერი ტრენინგ მოდულების შექმნაზე"

სატენდერო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • პროდუქტის ხარისხი და ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • პროდუქტის შექმნის ღირებულება;
  • სამუშაოს შესრულების ვადა.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.chechelashvili@gcsd.org.ge 

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.