ტენდერები

კონკურსი ადამიანის უფლებათა დაცვაზე ტრენინგის ჩასატარებლად

2016 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მუშაობა დაიწყო საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის (community-oriented policing) დანერგვაზე, რისთვისაც ამოქმედდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელი, თემზე და უბანზე მიმართულ საპოლიციო საქმიანობას გულისხმობს, რომელიც ფოკუსირდება მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. 2018 წლიდან, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მუშაობს მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხელშეწყობის, ოფიცრების კომპეტენციების გაძლიერებისა და უწყების ინსტიტუციური მოდელის განვითარების მიმართულებით.

კონკურსის შესახებ

წინამდებარე კონკურსის მიზანია შეარჩიოს ტრენერი ან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგის ჩატარებას მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხის თემატიკაზე. ტრენინგ-პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საპოლიციო საქმიანობის საჭიროებებსა და კანონით განსაზღვრული საქართველოს საპოლიციო საქმიანობის ძირითად პრინციპებს (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533?publication=32). ტრენინგ კურსის ზოგადი მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ადამიანის უფლებების დაცვით გაატარონ საპოლიციო ზომები. ტრენინგ-კურსში შემავალი საკითხების განსაზღვრა მოხდება საჭიროების შესწავლის საფუძველზე.

საწყის ეტაპზე, ტრენერმა უნდა უზრუნველყოს მართლწესრიგის ოფიცრების საჭიროებების შესწავლა. საჭიროების შესწავლის მეთოდოლოგიას, შერჩეული ტრენერი პროექტის გუნდთან ერთად განსაზღვრავს. ამის შემდეგ, ტრენერი, პროექტის გუნდთან, ერთად დააზუსტებს ტრენინგ-პროგრამის ამოცანებს და განსაზღვრავს საბოლოო კონტენტს.

ტრენერი უზრუნველყოფს ტრენინგის ჩატარებას მართლწესრიგის ოფიცერთა 2 ჯგუფისთვის (10-15 ოფიცერი თითო ჯგუფში). ტრენერმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის შედეგად ოფიცრების მიერ მიღებული ცოდნის დონის გაზომვა და შეფასება.

ძირითადი მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს/ებს. ტრენინგის ჩატარებით დაინტერესებული პირი ან ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

  • ადამიანის უფლებების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის გამოყენების გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი აკადემიური პროფილი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

შერჩევის პროცედურა

განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილება - 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება - 30 ქულა;
  • ადამიანის უფლებათა თემატიკაზე ტრენინგების ჩატარების გამოცდილება პორტფოლიოს მიხედვით - 40 ქულა.

განაცხადის წარდგენა

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2022 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge. სათაურში მიუთითეთ "ადამიანის უფლებათა საკითხებში ტრენინგი". ტრენერობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

  • კანდიდატის CV;
  • პორტფოლიო;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები;
  • რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ორი წინა დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია.

GCSD იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს კანდიდატის მიერ წარდგენილ რეკომენდატორებს და წინა დამკვეთებს.