კონკურსი კონფლიქტის მართვის საკითხზე ტრენინგის ჩასატარებლად
2016 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მუშაობა დაიწყო საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის (community-oriented policing) დანერგვაზე, რისთვისაც ამოქმედდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელი, თემზე და უბანზე მიმართულ საპოლიციო საქმიანობას გულისხმობს, რომელიც ფოკუსირდება მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. 2018 წლიდან, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მუშაობს მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხელშეწყობის, ოფიცრების კომპეტენციების გაძლიერებისა და უწყების ინსტიტუციური მოდელის განვითარების მიმართულებით.
კონკურსის შესახებ
წინამდებარე კონკურსის მიზანია, შეარჩიოს ტრენერი ან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგის ჩატარებას მართლწესრიგის ოფიცრებისთვის კონფლიქტის მართვის თემატიკაზე. ტრენინგ-პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საპოლიციო საქმიანობის საჭიროებებსა და კანონით განსაზღვრული საქართველოს საპოლიციო საქმიანობის ძირითად პრინციპებს (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047533?publication=32). ტრენინგ-კურსის ზოგადი მიზანია, კონფლიქტური სიტუაციის ანალიზის და მართვის სტრატეგიების ცოდნისა და შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ტრენერი უზრუნველყოფს ტრენინგის ჩატარებას მართლწესრიგის ოფიცერთა 2 ჯგუფისთვის (10-15 ოფიცერი თითო ჯგუფში). თითო ჯგუფზე გათვალისწინებული სატრენინგო საათების რაოდენობა 20-ს არ უნდა აღემატებოდეს. ტრენერმა უნდა უზრუნველყოს,ტრენინგის შედეგად,ოფიცრების მიერ მიღებული ცოდნის დონის გაზომვა და შეფასება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს/ებს. ტრენინგის ჩატარებით დაინტერესებული პირი ან ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
- ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის გამოყენების გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან/და კონფლიქტოლოგიის მიმართულებით;
- კონფლიქტის მედიაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კონფლიქტის მართვისა და მედიაციის თემატიკაზე ტრენინგის ჩატარების გამოცდილება.
შერჩევის პროცედურა
განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმებია:
- კონფლიქტის მედიაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება წარდგენილი პორტფოლიოს მიხედვით - 25 ქულა;
- მომსახურების ღირებულება - 25 ქულა;
- ტრენინგის თემები - 25 ქულა;
- კონფლიქტის მართვის თემატიკაზე ტრენინგების ჩატარების გამოცდილება პორტფოლიოს მიხედვით - 25 ქულა.
განაცხადის წარდგენა
განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge. სათაურში მიუთითეთ „კონფლიქტის მართვის საკითხზე ტრენინგი“. ტრენერობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
- კანდიდატის CV;
- პორტფოლიო;
- შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები;
- რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია;
- ორი წინა დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია.
GCSD იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს კანდიდატის მიერ წარდგენილ რეკომენდატორებს და წინა დამკვეთებს.