ტენდერები

კვლევითი კონკურსი - COVID-19-ის ფონზე სიძულვილის ენის შემცველი ნარატივების კვლევა




კოვიდ-19 ვირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით დამატებით თავი იჩინა სხვადსახვა ხასიათის მზარდმა ქსენოფობიურმა და რასისტული ხასიათის შემცველმა გზავნილებმა. ხშირად გზავნილები შეიცავს ძალადობრივ და რადიკალურ მოწოდებებს.

 

ამ გამოწვევის ფონზე, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს კვლევით კონკურსს. კონკურსის მიზანია COVID-19 ვირუსის გავრცელების ფონზე საქართველოში საინფორმაციო და ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, რასიზმის, ძალადობრივი და რადიკალური მოწოდების შემცველი ნარატივების ტენდენციების კვლევა და მონიტორინგი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინდივიდუალურად როგორც ექსპერტს, ასევე ორგანიზაციას.

 

ექსპერტის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

• კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

• პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;

• უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით;

 

ორგანიზაციის შემთხვევაში:

• კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

• სულ მცირე ორი განხორციელებული პროექტი რომელიც კავშირშია საკვლევი კონკურსის პრიორიტეტულ თემებთან

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

• ექსპერტ(ებ)ის რეზიუმე არაუმეტეს 2 გვერდისა;

• უახლესი ნაშრომი შესრულებული ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე;

• რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ორგანიზაციისა და ექსპერტის შემეთხვევაში)

• კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია (ტექნიკური წინადადება)

• ამონაწერი რეესტრიდან (ორგანიზაციის შემთხვევაში)

• თემატური განხორციელებული პროექტების მოკლე რეზიუმე (ორგანიზაციის შემთხვევაში;

 

საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 5,000 ლარს (დარიცხული). კვლევა უნდა დასრულდეს 2 თვის ფარგლებში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@gcsd.org.ge 13 აპრილამდე. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ Research Proposal-(თქვენი სახელი).

 

კვლევა დაფინანსდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.