ტენდერები

საგრანტო კონკურსი 21-002

GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა  100,000 ლარს შეადგენს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.   

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი, 2021 წელი  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: სამშაბათს, 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ:  განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 21-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’.