ტენდერები

საგრანტო კონკურსი #22-002

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პროგრამის - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 2 გრანტიჯამში 200 000 ლარი. გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.  

საგრანტო პროექტის რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა: 21 ოქტომბერი, 2022 წელი  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით და შეკითხვები გამოაგზავნოთ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.geარაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ:  საგრანტო კონკურსი #22-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

პროგრამას, GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს.