საგრანტო კონკურსი #23-001
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პროგრამის - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 400 000 ლარი. ერთი პროექტის მინიმალური ბიუჯეტი შეადგენდეს 100 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 400 000 ლარს. 100 000 ლარზე ზემოთ შემუშავებული პროექტებისთვის სავალდებულოა განმცხადებელ ორგანიზაციას ჰყავდეს მინიმუმ ერთი პარტნიორი. უპირატესობა მიენიჭება პარტნიორებს რეგიონებიდან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ სამწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საგრანტო პროექტის რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა: 9 ივნისი, 2023 წელი (18:00 საათამდე).
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით და შეკითხვები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge, არაუგვიანეს 5 ივნისისა.
საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: საგრანტო კონკურსი #23-001.
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტები.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ოთხშაბათს, 24 მაისს, 12:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 23 მაისისა.
პროგრამას, GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს.