ტენდერი 2020 წლის პროექტული აუდიტის ჩასატარებლად
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან, ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’ ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.
ამ პროექტის ფარგლებში GCSD აცხადებს 2020 წლის პროექტულ აუდიტს.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი:
- მომსახურების ფასი დღგ-ის ჩათვლით;
- მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდი;
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
გთხოვთ, შემოთავაზება გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე gcsd@gcsd.org.ge და სათაურის ველში მიუთითოთ „2020 წლის პროექტული აუდიტი“. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 29 დეკემბერი, 2020 წელი (18:00 საათამდე).
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.