ტენდერი ბეჭვდითი მომსახურების გაწევაზე
ტენდერი ბეჭვდითი მომსახურეობის გაწევაზე
პროექტის - “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების მისაღებად.
პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ადაპტირდა Search for Common Ground-ისა და Hedayah-ს ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების ბეჭვდა:
- სახელმძღვანელო - Countering Violent Extremism (~200 გვერდი, 120 ეგემპლარი)
- ტრენერის სახელმძღვანელო - Facilitator’s Guide (~180 გვერდი, 3 ეგზემპლარი)
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- სერვისის ჯამური ღირებულება (გადასახადების ჩათვლით);
- Სერვისის შესრულების სავარაუდო დრო;
- პორთფოლიო;
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (კომპანიების შემთხვევაში);
სატენდერო განაცხადი შეფასდება გამოცდილების, შემოთავაზებული ფასისა და შესრულების დროის მიხედვით. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება. დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე gcsd@gcsd.org.ge არუგვიანეს 2020 წლის 4 სექტემბრისა.