ტენდერები

ტენდერი დიზაინერის შესარჩევად

პროექტის - “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD), აცხადებს ტენდერს დოკუმენტის დიზაინერის შესარჩევად. 

პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ადაპტირდა Search for Common Ground-ისა და Hedayah-ს ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ტენდერში გამარჯვებულმა დიზაინერმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტების დიზაინი:

  • სახელმძღვანელო - Countering Violent Extremism (~200 გვერდი)
  • ფასილიტატორის სახელმძღვანელო - Facilitator’s Guide (~180 გვერდი) 


ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს. 

ტენდერში მონაწილე დიზაინერმა/კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • სერვისის ჯამური ღირებულება (გადასახადების ჩათვლით);
  • რეზიუმე;
  • პორთფოლიო (მსგავსი მიმართულებით შესრულებული ნამუშევრების ნიმუშები);
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეზარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (კომპანიების შემთხვევაში); 

 

სატენდერო განაცხადი შეფასდება გამოცდილების და შემოთავაზებული ფასის მიხედვით. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება. დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მიასამართზე  gcsd@gcsd.org.ge არუგვიანეს 2020 წლის 10 ივნისისა.