ტენდერები

ტენდერი გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ტენდერს გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე

ვიდეორგოლების მიზანია პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო მოდულებისთვის ვიდეო ტუტორიალების მომზადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 3 გრაფიკული ვიდეორგოლის მომზადება;
  • თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი უნდა მოიცავდეს 2-3 წუთს;
  • ვიდეორგოლის სცენარი (დიზაინის, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ვიდეოებში გამოსაყენებელ ნარატიულ მასალას შერჩეულ კომპანიას პროექტის გუნდი მიაწვდის;
  • თითოეული ვიდეო უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების გამოყენებით;
  • შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს ვიდეორგოლები მაღალი ხარისხით (არანაკლებ 1080p), ასევე სამუშაო მასალა (raw ფაილები);
  • სამივე ვიდეორგოლის მომზადება უნდა დასრულდეს 2023 მარტის ბოლომდე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (რომელშიც მითითებული იქნება წარსულში განხორციელებული მსგავსი ვიდეო პროექტების ბმულები);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • მომსახურების სრული ღირებულება დღგ-ის გარეშე;

ზემოთ მითითებული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტის

შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 28 თებერვლისა. ელექტრონული

ფოსტის სათაურის ველში უნდა მიუთითოთ ტენდერი გრაფიკული ვიდეორგოლების

მომზადებაზე

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და

დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.