ტენდერები

ტენდერი კვლევის ჩასატარებლად

2017 წლიდან, GCSD-ი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას - სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომასავლისათვის - რომლის მიზანია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის მხარდაჭერა და გაძლიერება.

1. ტენდერის მიზანი და ამოცანები

ტენდერი მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თვისებრივი კვლევის ჩატარებას. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე არსებული სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამების (სულ 10-მდე პროგრამა) კომპლექსური შესწავლა. კვლევამ უნდა მიმოიხილოს სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამები და მათი სპეციფიკა, ასევე შეისწავლოს სტრატეგიული კომუნიკაციის სწავლებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, შეაფასოს უნივერსიტეტების საჭიროებები და მოტივაცია სტრატეგიული კომუნიკაციების არსებული პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით.      

კვლევამ, ასევე უნდა მოიცვას სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (მინუმუმ 5 უწყება), რომლებიც მოახდენენ მათთვის სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ყველაზე საჭირო და პრიორიტეტული ცოდნისა და უნარების იდენტიფიცირებას. 

დამატებით, კვლევის ფარგლებში უნდა მოხდეს აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში არსებული სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესწავლა (მინიმუმ 10 პროგრამა) და ანალიზი. კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით და ქართული უნივერსისტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამების იდენტიფიცირება.  

კვლევის კითხვარი, პროექტში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით, შერჩეულმა ორგანიზაციამ უნდა შეადგინოს. კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და ძირითადი დასკვნები ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ანალიტიკური დოკუმენტის ფორმატით. კვლევის შედეგები არ არის საჯარო და განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციისთვის.

2. ხანგრძლივობა და შესრულების გრაფიკი

კვლევის საორიენტაციო გრაფიკის მიხედვით კვლევა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 4 მარტს  და დასრულდეს ერთ თვეში. 5 აპრილს ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს დამუშავებული მონაცემები და  ანალიტიკური პოლიტიკის დოკუმენტი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სახის ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე (gcsd@gcsd.org.ge) არაუგვიანეს 23 თებერვალსა:

 

  • ორგანიზაციის გამოცდილება (განხორციელებული პროექტები - არაუმეტეს 2 გვერდი);
  • ინფორმაცია კვლევაში მონაწილე პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ;
  • კვლევის მეთოდოლოგია - კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
  • კვლევის დეტალური ბიუჯეტი - გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესრულების გრაფიკი.

 

4. დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ კითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 21 თებერვალსა.

5. საკონტაქტო პირი

პროექტის  ასისტენტი - ნინი კალაძე

ელ. ფოსტა: n.kaladze@gcsd.org.ge