ტენდერები

ტენდერი მედია კამპანიის ჩასატარებლად

GCSD აცხადებს ტენდერს კომპანიის შესარჩევად მედია კამპანიის განხორციელების მიზნით.

ტენდერი მიზნად ისახავს კორონავირუსთან (COVID 19) გამკლავების პროცესში ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, მიმდინარე ეტაპზე რეგულაციების მოხსნისა და აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად, ვაკვირდებით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას. ამის საპასუხოდ, მედია კამპანია მიზნად ისახავს, ყურადღება გამახვილდეს პრევენციულ მექანიზმებზე და მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას, შემდგომი ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად.

მედია კამპანიის სამიზნე რეგიონებია:

  • სამცხე-ჯავახეთი
  • ქვემო ქართლი
  • კახეთი

ტენდერით გათვალისწინებული მედია კამპანია გულისხმობს: რეგიონული ტელე და რადიო მაუწყებლობების, აგრეთვე ადგილობრივი ონლაინ საინფორმაციო პლატფორმების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩართვას. შერჩეულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:

  • 30 სატელევიზიო გადაცემის შექმნა და გავრცელება (10 სატელევიზიო გადაცემა თითოეულ რეგიონში);
  • 15 რადიოგადაცემის შექმნა და გავრცელება. (5 გადაცემა თითოეულ რეგიონში);
  • შექმნილი ტელე და რადიო მასალის გავრცელება ადგილობრივი წამყვანი ონლაინ გამოცემების სოციალური მედიაარხებისა (Facebook, Youtube) და ვებგვერდების საშუალებით;
  • სოციალურ ქსელში განთავსებული მასალის ბმულებისა და ანალიტიკის (წვდომა, ჩართულობა, რეაქციები, გაზიარებები, etc.) მოწოდება.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე და ასევე ქართულ ენაზე.

საინფორმაციო კამპანიის შექმნისა და განხორციელების პერიოდი - 7 ოქტომბერი - 15 ნოემბერი;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • თითოეულ სამიზნე რეგიონში შერჩეული ტელე და რადიო კომპანიების სია და მათი დაფარვის არეალი და პოტენციური აუდიტორიის რაოდენობა;
  • სოციალური კამპანიის განსახორციელებლად ონლაინ მედია პლატფორმების სია;
  • აქტივობების განხორციელების და კოორდინაციის მეთოდოლოგია;
  • მომსახურების ბიუჯეტი;
  • შესრულების გრაფიკი;
  • კომპანიის/ორგანიზაციის გამოცდილება და პროექტში ჩართული პირების პროფესიული რეზიუმე.

ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელფოსტით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "მედია კამპანია"

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ტენდერი ხორციელდება პროექტ "Vaccination4Georgia" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.