ტენდერები

ტენდერი ორგანიზაციის შესარჩევად

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს საქართველოში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2019 წელს ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების განწყობების შესწავლა.

1.    ტენდერის მიზანი და ამოცანები

ტენდერი ცხადდება რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად. ტენდერში გამარჯვებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს მინიმუმ 2500 რესპონდენტზე გათვლილი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თბილისის ყველა რაიონის მასშტაბით. ტენდერის შედეგად შერჩეულ ორგანიზაციას მიეწოდება კითხვარის სამუშაო ვერსია.  

კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და ძირითადი დასკვნები ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ანალიტიკური დოკუმენტის ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კვლევის შედეგები არ არის საჯარო და განკუთვნილია მხოლოდ დამკვეთ ორგანიზაციისთვის წარსადგენად.

 

2.    ხანგრძლივობა და შესრულების ვადები

 ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საველე სამუშაოები უნდა დაიწყოს  არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტს და კვლეის ანალიტიკურ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულოს დაასრულოს 2020 წლის 30 აპრილს.

3.    მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე (gcsd@gcsd.org.ge) არაუგვიანეს 2020 წლის 1 თებერვლისა:

  • ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი / ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  •  ორგანიზაციის გამოცდილება (განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი, არაუმეტეს 2 გვერდისა);
  •  რაოდენობრივი კვლევის აპრობირებული მეთოდოლოგია;
  • კვლევის ბიუჯეტი (ლარში, დღგ-ის ჩათვლით);
  •  კვლევის შესრულების გრაფიკი.

 

4.    შერჩევის კრიტერიუმები

  • გამარჯვებულ ორგანიზაციას შეარჩევს პროექტის გუნდისგან შემდგარი კომისია, შემდეგი კრიტერუმების გათვალისწინებით:
  •  ორგანიზაციის გამოცდილება;
  •  წარმოდგენილი რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია;
  • ბიუჯეტი და შესრულების გრაფიკი.

 

5.    ღია კარის დღე

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილია 2020 წლის 20 იანვარს, 13 საათზე, ორგანიზაციის ოფისში, მის: დიდიმ მირცხულავას ქ., N6. გთხოვთ, შეხვედრის ჩანიშვნისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 15 იანვრისა, შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@gcsd.org.geგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი.