ტენდერი ორგანიზაციული აუდიტის ჩასატარებლად
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა, ეფექტიანი და დემოკრატიული მართვა და მდგრადი განვითარება. GCSD -ის საქმიანობა მოიცავს კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
ორგანიზაცია აცხადენს 2018 წლის ორგანიზაციული აუდიტის ტენდერს. აუდიტორულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაო:
- - 2018 წლის ორგანიზაციული აუდიტი;
- - 2019 წლის ბუღალტრული ნაშთების გაანგარიშება, პროგრამაში ასახვა და ორგანიზაციისთვის ფინანსურ პროცედურებზე რეკომენდაციების შემუშავება;
წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების მიწოდების თარიღები და სხვა ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. გთხოვთ, მიუთითოთ ფასები ლარში, ზემოთ ხსენებული სერვისებისთვის ცალ-ცალკე დღგ-ს ჩათვლით.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge