ტენდერი პროექტული აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ
"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციაა. GCSD-ის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.
GCSD ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან, ოთხწლიან პროგრამას - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება" ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე, საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.
ამ პროექტის ფარგლებში, GCSD აცხადებს 2022 წლის პროექტულ აუდიტს.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი:
- მომსახურების ფასი დღგ-ის ჩათვლით;
- მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდი;
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
გთხოვთ, შემოთავაზება გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "2022 წლის პროექტული აუდიტი".
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 30 დეკემბერი, 2022 წელი (18:00 საათამდე).
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.