ტენდერი რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად
"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD" აცხადებს ტენდერს კვლევითი ორგანიზაციებისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩაატაროს რაოდენობრივი კვლევა, სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მოწყვლადობის შეფასების მიზნით.
კვლევის კითხვარი უნდა შეადგინოს შერჩეულმა ორგანიზაციამ პროექტში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით.
დეტალური სტატისტიკური ანალიზის გარდა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს სამაგიდე კვლევა და კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და ძირითადი დასკვნები წარმოადგინოს პოლიტიკის დოკუმენტის ფორმატით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ხანგრძლივობა და შესრულების გრაფიკი:
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ კვლევა უნდა განახორციელოს და შედეგები წარმოადგინოს 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- ორგანიზაციის გამოცდილება (განხორციელებული პროექტები-არაუმეტეს 2 გვერდი);
- პროფესიული რეზიუმე კვლევაში მონაწილე პირების (პროექტის მენეჯერი, ანალიტიკოსი და ა.შ.);
- კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
- ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდის) აღწერა;
- კვლევის დეტალური ბიუჯეტი - გაწეული ყველა დანახარჯისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე;
- შესრულების გრაფიკი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი, 2023, 18:00 საათი.
განაცხადი მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ - რაოდენობრივი კვლევის განაცხადი-2023.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.
შერჩევის კრიტერიუმები:
გამარჯვებული ორგანიზაცია შეირჩევა მოთხოვნილი დოკუმენტებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.