ტენდერი ტრენინგ მოდულის ქართული ვერსიის შექმნაზე
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან, ოთხწლიან პროგრამას - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე, საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.
ამ პროგრამის ფარგლებში, GCSD აცხადებს ტენდერს ტრენინგ მოდულის ქართული ვერსიის შექმნაზე.
დავალება გულისხმობს, ინგლისურენოვანი ტრენინგ მოდული (8 ტრენინგ მოდული), შესაბამის პრე და პოსტ ტესტებთან ერთად, ქართულენოვანი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ამისათვის, კომპანიამ, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, უნდა:
- თარგმნოს და შეიმუშავოს პრე და პოსტ ტესტების დიზაინი;
- თარგმნოს პრეზენტაციაში წარმოდგენილი ინგლისური ტექსტი ქართულად;
- მოამზადოს პრეზენტაციის დიზაინი;
- მოამზადოს ვიდეო მასალის თარგმანი და გახმოვანების აუდიო ფაილი;
- მოახდინოს აუდიო ფაილის ვიდეოში ინტეგრაცია;
- მომზადებული მასალებით შექმნას ტრენინგ მოდული საბოლოო სახით, რომელშიც თავმოყრილი იქნება პრე ტესტი (დასაწყისში), ძირითადი სასწავლო ტექსტური და ვიდეო მასალა (შუა ნაწილში) და პოსტ ტესტი (დასასრულში).
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- მომსახურების ფასი, დღგ-ის ჩათვლით და სამუშაოს შესრულების გრაფიკი;
- კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია);
- დამზადებული პროდუქტების ფორტფოლიო;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ (შემოსავლების სამსახურის პირადი გვერდიდან, დაუმოწმებელი).
ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 28 თებერვლის 18:00 საათისა.
ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ „ტენდერი ტრენინგ მოდულის ქართული ვერსიის შექმნაზე“
სატენდერო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- პროდუქტის ხარისხი და ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- პროდუქტის შექმნის ღირებულება;
- სამუშაოების შესრულების ვადა.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge და ასევე სატელეფონო ნომერზე: 599 03 54 31
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.