ვაკანსია ბუღალტრის პოზიციაზე
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება ფინანსები
- ბოლო ვადა 20 მარტი
შესავალი
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვის მართვა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
- პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
- ბუღალტრული გატარებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება;
- საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- საბუღალტრო პროგრამა Oris -ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge
გთხოვთ, წერილის ველში მიუთითეთ: ბუღალტერი