ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება სტაჟირება
  • ბოლო ვადა 31 ოქტომბერი

შესავალი

ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდას, რომელიც 3 თვის განმავლობაში დაეხმარება ჩვენს გუნდს სხვადასხვა პროექტისა და აქტივობების განხორციელების პროცესში.

სამუშაო აღწერილობა

GCSDში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ორგანიზაციის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, პროექტის განხროციელებაში, შეხვედრებსა თუ რეგიონულ ვიზიტებში. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება, დაეხმაროს კანდიდატს პროფესიულ და კარიერულ ზრდაში.

შერჩევა ორ ეტაპიანია: პირველ ეტაპზე ორგანიზაციის გუნდი გადაარჩევს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილს; მეორე ეტაპი კი მოიცავს გასაუბრებასა და ტესტირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი, სასურველია, იყოს:

- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტი.

სტაჟიორს საშუალება ექნება, ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობის შემდეგ მიმართულებებში: 

  • დისკუსიების, კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ინფორმაციის მოძიება, დამუშავება;
  • მიმდინარე საქმიანობაში გუნდის მხარდაჭერა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-მისამართზე- vacancy@gcsd.org.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირება.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი. რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის გარეშე განაცხადები არ განიხილება.

 

 

ყოველთვიურად, სტაჟიორი მიიღებს 300 ლარის ოდენობის ჰონორარს.