ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება "შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრში" (BSCC)

  • მდებარეობა ბათუმი
  • განყოფილება სტაჟირება
  • ბოლო ვადა 30 ივნისი

შესავალი

ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდას, რომელიც 3 თვის განმავლობაში დაეხმარება შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრს განვითარებაში.

სამუშაო აღწერილობა

სტაჟიორს საშუალება ექნება, ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობის შემდეგ მიმართულებებში:

** ღონისძიებების მომზადება და ცენტრის პოპულარიზება;
** ინფორმაციის მოძიება, დამუშავება;
** მიმდინარე საქმიანობაში გუნდის მხარდაჭერა.

BSCC-ში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ორგანიზაციის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, პროექტის განხროციელებაში, შეხვედრებსა თუ რეგიონულ ვიზიტებში. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება, დაეხმაროს კანდიდატს პროფესიულ და კარიერულ ზრდაში.

შერჩევა ორ ეტაპიანია: პირველ ეტაპზე ორგანიზაციის გუნდი გადაარჩევს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილს; მეორე ეტაპი კი მოიცავს გასაუბრებასა და ტესტირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი, სასურველია, იყოს:

** ეკონომიკის, სამართლის , სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სწავლობდეს, ცხოვრობდეს ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ყოველთვიურად, სტაჟიორი მიიღებს 300 ლარის ოდენობის ჰონორარს. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-მისამართზე- vacancy@gcsd.org.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირება/გვარი/BSCC. რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის გარეშე განაცხადები არ განიხილება. შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრი არის საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) შემადგენელი ავტონომიური ერთეული.