ვაკანსია კვლევითი მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება კვლევითი მიმართულება
- ბოლო ვადა 30 ივნისი
შესავალი
სამუშაო აღწერილობა
კვლევითი მიმართულების მენეჯერის ძირითადი უფლება-მოვალეობები:
- ორგანიზაციის კვლევითი პროდუქტების მაღალ აკადემიურ ხარისხთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის პორტფელთან მიმართებით კვლევითი საჭიროებების იდენტიფიცირება;
- მიმდინარე პროექტებში კვლევითი საქმიანობის წარმართვა;
- პოლიტიკის დოკუმენტის, მემოებისა და ბრიფის მომზადება;
- კვლევითი საპროექტო განაცხადების მომზადებაში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თემატურ კვლევით ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დამყარება;
- საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის წარმომადგენლობა თემატურ შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე;
- ორგანიზაციის კვლევითი მიმართულების/გუნდის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
- კვლევითი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- საგრანტო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კვლევითი მიმართულებით;
- პოლიტიკის დოკუმენტის, მემოებისა თუ ბრიფის მომზადების ცოდნა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და წერის კარგი უნარები.
პიროვნული თვისებები:
- დამოუკიდებლად მუშაობის და მართვის უნარი;
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დადგენილ ვადებში მუშაობა;
- დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს შესასრულებლად სხვადასხვა რელევანტურ აქტორებთან კომუნიკაციის უნარი;
პოზიცია გულისხმობს ნახევარ-სამუშაო განაკვეთით დაქირავებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოს აღრიცხვის ფურცელზე (Timesheet) დაყრდნობით. სახელფასო განაკვეთის დადგენა მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან შეთანხმებით.
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მისაღებია მოცემული პირობები, ვთხოვთ CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge, ხოლო დასახელებაში მიუთითონ Research Manager. გთხოვთ CV-ში მიუთითოთ მაქსიმუმ 2 რელევანტური რეკომენდატორი, რომელთანაც ორგანიზაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს დაკავშირებას.
დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 2020 წლის 30 ივნისი.
პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მოწოდებულ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.