ვაკანსიები

ვაკანსია ასისტენტის პოზიციაზე

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ასისტენტი
  • ბოლო ვადა 05 ივლისი

შესავალი

ვაცხადებთ ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე. ასისტენტის საქმიანობა გულისხმობს მიმდინარე პროექტებში ორგანიზაციის, დირექტორისა და გამგეობის საქმიანობის მხარდაჭერას. საქმიანობა ასევე გულისხმობს სამიზნე ჯგუფებთან საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციას, დოკუმენტებისა და ანგარიშების ინგლისურ ენაზე მომზადებას.

სამუშაო აღწერილობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  •  უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ ბიზნესის/ საჯარო მმართველობის მიმართულებით;
  • პროექტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა)
  • აკადემიური წერის მაღალი დონე;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • დადგენილ ვადებში მუშაობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოაგზავნონ მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge, ხოლო დასახელებაში მიუთითონ Assistant გთხოვთ CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორები (არსებობის შემთხვევაში)

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 2020 წლის 5 ივლისი.

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მოწოდებულ დოკუმენტებს და შემდეგი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და ჩატარდება ტესტირება.

სახელფასო განაკვეთი: 1400 ლარი (GROSS)