ვაკანსიები

ფასილიტატორი

  • მდებარეობა საქართველო
  • განყოფილება მოკლევადიანი კონტრაქტი
  • ბოლო ვადა 05 სექტემბერი

შესავალი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), IREX-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას “SHE’s GREAT”. პროგრამის მიზანია, გარდაქმნას არსებული გენდერული სტერეოტიპები, ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას და ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამის SHE’s GREAT! მიერ შემოთავაზებული აქტივობები, გენდერის ნორმებთან მიმართებაში, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, გოგონების გაძლიერებასა და მათი ლიდერული უნარების განვითარებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში GCSD ეძებს ფასილიტატორებს (8 ადამიანი), რომლებიც 8 პარტნიორ სკოლაში შეასრულებენ შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს:

სამუშაო აღწერილობა

  • სკოლებში ჩამოყალიბებული “გენდერი და ჩემი თემის” კლუბის წევრებისათვის 8 კვირიანი სასწავლო კურსის ჩატარება. არსებული კურსი მოიცავს გენდერისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე სხვადასხვა თემატურ ტრენინგსა და პრაქტიკულ დავალებას;
  • კლუბის წევრების მხარდაჭერა ახალგაზრდული პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • 2 სასწავლო ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • პროექტის აქტივობების მონიტორინგისა და შეფასებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • მოსამზადებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება (3 ტრენინგი);
  • პროექტის გუნდთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტად ჩაითვლება უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება STEAM-ის, განათლებისა და გენდერის სფეროში);
  • ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

 

ფასილიტატორები შეირჩევიან შემდეგი რეგიონებიდან: სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური Curriculum Vitae (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდი). 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, 5 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით, გამოგვიგზავნეთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge  და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ფასილიტატორი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

სამუშაო ვადები: 2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის მარტი; სამუშაო განაკვეთი: მოქნილი; ანაზღაურება: 6 თვეზე 2100$ (გადასახადების ჩათვლით).