ვაკანსიები

ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ფინანსები
  • ბოლო ვადა 30 სექტემბერი

შესავალი

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტის საქმიანობა, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში შემდეგ მოვალეობებს გულისხმობს:

  • ასისტირება ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
  • ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება;
  • ასისტირება შესყიდვის პროცედურებში და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ასისტირება პროექტების ბიუჯეტირებაში;
  • კომუნიკაცია დონორებსა და პარტნიორებთან;
  • სხვა ადმინისტრაციულ-ფინანსური მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • თემატური მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა ჩაითვლება პრიორიტეტად);

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დადგენილ ვადებში მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირება.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge, ხოლო სათაურის ველში მიუთითონ "Financial and Administrative Assistant", ასევე, გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორები (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 2022 წლის 30 სექტემბერი.

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს და შემდეგი ეტაპის გასავლელად, მხოლოდ შერჩეულ განმცხადებლებს დაუკავშირდება.

სახელფასო განაკვეთი: 525 დოლარი (დაბეგვრამდე/GROSS). კონტრაქტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე