ვაკანსიები

კონკურსს ექსპერტის/ექსპერტების ჯგუფის შესარჩევად

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ექსპერტი
  • ბოლო ვადა 28 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ღია საზოგადოება საქართველოს ფონდთან (OSGF) პარტნიორობით ახორციელებს პროექტს “მულტიკულტურული განათლების ხელშეწობა საქართველოს სკოლებში”, რომლიც მიზანად ისახავს საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცოდნის გაზრდის გზით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას.

სამუშაო აღწერილობა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, GCSD აცხადებს კონკურსს ექსპერტის/ექსპერტების ჯგუფის შესარჩევად, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ (სომხები, აზერბაიჯანლები, ებრაელები, მუსლიმები, კათოლიკეები და საქართველოში მცხოვრები სხვა მცირე ჯგუფები) მოამზადებს ნარატიულ მასალებს, რომელიც აღწერს აღნიშნული ჯგუფების და მათი ცალკეული წარმომადგენლების მოღვაწეობას და მიმოიხილავს მათ წვლილსა და დამსახურებას სახელმწიფოს განვითარების პროცესში.

ნარატიული მასალები განკუთვნილი უნდა იყოს საბაზო სასკოლო საფეხურის მოსწავლეებისათვის (VII – IX კლასები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა CV და მსგავსი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნიმუში უნდა გამოაგზავნონ მითითებულ მეილზე: gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 28 ნოემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითოთ „კონკურსი ექსპერტებისთვის ნარატიული მასალების შექმნის შესახებ“. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: n.gabarashvili@gcsd.org.ge