მკვლევარი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება კვლევითი მიმართულება
- ბოლო ვადა 29 თებერვალი
შესავალი
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩაერთვება კვლევით საქმიანობაში.
სამუშაო აღწერილობა
მკვლევარის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ თემებზე კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებას, პრობლემის ანალიზს, თვისებრივი და სამაგიდე კვლევების ჩატარებას, მონაცემების ანალიზსა და საბოლოო კვლევითი ნაშრომის მომზადებას ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერების, სოციალური კვლევების ან მათთან დაკავშირებული რელევანტური მიმართულებით;
- საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების საკითხების კვლევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ CV (არაუმეტეს 2 გვერდისა, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), და კვლევითი ნაშრომის ორი ნიმუში შემდეგ ელ. მისამართზე - vacancy@gcsd.org.ge და სათაურის ველში (Subject line) მიუთითონ ვაკანსიის დასახელება: მკვლევარი
განაცხადები მიიღება 29 თებერვლის ჩათვლით.
ანაზღაურების შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატთან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით