ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება
პროექტი: ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ხანგრძლივობა: 4 წელი
პროექტის მიზანია მრავალსექტორული მიდგომით განავითაროს ქვეყნის ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში GCSD აქტიურად ითანამშრომლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლ ს ეროვნული სტრატეგიისა განმახორციელებელ უწყებათაშორის კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებთან. გარდა სახელმწიფო სექტორისა, პროექტში ჩართულები იქნებიან მედიის, აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. პროექტის მიზანია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი აქტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რადიკალურ და ექტრემისტულ ნარატივებთან ბრძოლისათვის საჭირო უნარებით.
ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში უწყებათაშორისი კომიტეტის შესაძლებლობების და მისი სამოქმედო გეგმის განსავითარებლად შემუშავდება და განხორციელდება ტრენინგები კომიტეტის წევრებისათვის. ამასთან, შეიქმნება საქართველოში პირველი P/CVE კურიკულუმი, რომლის სასწავლო პროგრამები დაინერგება ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოც. მედია კამპანია და კონფერენცია.
პროგრამის შესახებ ბროშურა იხილეთ ბმულზე.
პროგრამის ფარგლებში გაცემული ქვე გრანტები:
პროექტი: ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ფორუმი
პროექტი მიზნს, ორი მთავარი საგანმანათლებლო ინსტიტუტის, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საშუალებით, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
- პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის შესახებ. მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: პლურალიზმი, ინტეგრაცია და სამოქალაქო იდენტობა; რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის განმარტებასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები; რადიკალიზაციის წარმოშობის პრინციპები; პოლიტიკური იდეოლოგია; ისტორიული მემკვიდრეობა და ტრავმა; სიძულვილის ენა;
- პროექტის მონაწილე 55 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შეირჩა მათი აპლიკაციებისა და გამოცდილების საფუძველზე საქართველოს 4 რეგიონიდან (20 თბილისიდან, 15-15 შიდა ქართლიდან და აჭარიდან, 5 გურიიდან);
- 326 გაკვეთილი ჩატარდა პროექტის მონაწილე 55 სკოლაში, სადაც გამოყენებული იყო კომპლექსური დავალებები და ტრენინგ კურსში სულ მონაწილეობა მიიღო 3366 მოსწავლემ, რომლებმაც აიმაღლეს ცნობიერება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის და მშვიდობიანი კოჰაბიტაციის მნიშვნელობის შესახებ.
- აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის რეგიონული უნივერსიტეტების 55-მა სტუდენტმა გაიარა მოწვეული ლექტორების მიერ ჩატარებული ტრენინგ კურსი და შეიძინა ცოდნა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის და მშვიდობის ღირებულებების ხელის შეწყობის შესახებ.
- 55 პროექტის დასრულების შემდეგ, 500 ლარი გადაეცა მასწავლებლებს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლში და თბილისში პროექტით გათვალისწინებული აქტივობების იმპლემენტაციაში დახმარებისთვის.
- დაიგეგმა ეროვნული კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ იყვნენ პროექტში მონაწილე მასწავლებლები, სტუდენტები, წარმომადგენლები დონორი ორგანიზაციიდან, განათლების სამინისტროდან, მასწავლებლის სახლიდან და სხვა რელევანტური დაინტერესებული მხარეებიდან.
პროექტი: უსაფრთხოების ბალიშები საინფორმაციო ბუშტების ნაცვლად
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)
საგანმანათლებლო მიმართულებით ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამი რეგიონის სამ უმაღლეს სასწავლებელში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ცნობიერების დონის ამაღლების მიმართულებით, შემუშავდა პოდკასტის პროექტის დეტალური გეგმა, გადაღების და გავრცელების განრიგი. პოდკასტები მომზადდა და გავრცელდა 20 რეგიონული სატელევიზიო არხის და სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) საშუალებით.
ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია - განათლება ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის.
პროექტი: გააციფრულე მომავალი
განმახორციელებელი ორგანიზაცია: დემოკრატიის ლაბორატორია
პროექტის მიზანი, ციფრული აქტივაციისა და დისტანციური დასაქმების გზით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მოთხოვნადი ციფრული პროფესიების შესწავლა, უნარების შეძენა და შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
პროექტში მონაწილეობა მიიღო პანკისში მცხოვრებმა 60-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ღია კონკურსის საშუალებით შერჩნენ და მათი ინტერესებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე, შესაბამისი მიმართულების ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეს მიმართულებებია:
- ტექსტის წერა და სთორითელინგი;
- გრაფიკული დიზაინი;
- სოციალური მედიის მართვა და ციფრული მარკეტინგი;
- მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია;
- მენეჯმენტი/თვითდასაქმება/აქტივიზმი და ადვოკატირება;
- ციფრული და მედიაწიგნიერება.
საბოლოოდ, მათთვის სრულფასოვანი თეორიული კურსის ჩატარების შემდეგ, ტრენერების მიერ შეირჩა 18 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის შემდეგ ეტაპზე, პარტნიორ ორგანიზაციებში, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს. სტაჟირებისთვის შერჩეულ თითოეულ ახალგაზრდას სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ ტექნიკაც (ლეპტოპები), რათა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად მუშაობა.
პროექტი: ვიზუალური განათლების ცენტრი პანკისის ხეობაში: ალტერნატიული განათლება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის
განმახორციელებელი ორგანიზაცია: თბილისის ფოტო ფესტივალი
პროექტის მიზანი იყო ინოვაციური და ალტერნატიული საგანმანთლებლო მეთოდებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გაძლიერება.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ვიზუალური განათლების ცენტრი (პანკისის მედიათეკა) შეიქმნა. რომელიც აღჭურვილია ქართველი, რეგიონული და საერთაშორისო ფოტოგრაფების მულტიმედია პროექტების ამსახველი მასალით. ვიზუალური განათლების ცენტრში - პანკისის მედიათეკა მასპინძლობდა “სურათების ფაბრიკის“ სესიებს, საჯარო ლექციებს და მასტერკლასებს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.