პროექტები

ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის

პროექტი: ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის
განმახორციელებლი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
დონორი: აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა
ხანგრძლივობა: 2022 წლის სექტემბერი - 2023 წლის სექტემბერი
სამიზნე რეგიონები: სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი
პირდაპირი ბენეფიციარები: არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების მერიები და მედიის წარმომადგენლები.

 

პროექტს - “ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის” - GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.

პროექტი გულისხმობს საზოგადოების წევრი ძირითადი აქტორების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების - შესაბამისი ცოდნით და უნარებით აღჭურვას, რათა კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ გაიზარდოს როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური უსაფრთხოების დონე.

პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელსაც GCSD-ის გუნდი მომავალი ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს. აქტივობები გულისხმობს - სამიზნე რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, მათი კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ დაუცველობის შეფასებას, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საგანმანათლებლო რესურსის მომზადებას, მთავარი აქტორებისა და დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების ჩატარებასა და როგორც საინფორმაციო, ისე მედია-კამპანიის დაგეგმვას.

პროექტით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიის წყალობით, ერთი წლის განმავლობაში, მომზადდება ონლაინ დისკუსიები და შემეცნებითი სახის პოდკასტები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სამიზნე რეგიონებში მაცხოვრებელთათვის, არამედ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რაც ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის მიმართ.

 

პროექტის ფარგლებში, GCSD აქტიურად ითანამშრომლებს - საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრთან (GITAC), ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან (JRC) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU).