სიახლე

GCSD-მ მეოთხე ქვეგრანტი გასცა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD - მ), საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეოთხე ქვეგრანტი გასცა.

ამჯერად, ჩვენი პარტნიორი თბილისის ფოტო ფესტივალი და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი გახდა. „თბილისი ფოტო ფესტივალი“ (TPF) პირველი ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც დოკუმენტურ ფოტოგრაფიას სამოქალაქო განათლებისა და სოციალურ-კულტურული ცვლილებების ინიცირების ალტერნატიულ მედიუმად იყენებს.

პროექტი, რომელსაც თბილისის ფოტო ფესტივალი და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებენ, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ვიზუალური განათლების ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ინოვაციური და ალტერნატიული საგანმანთლებლო მეთოდები, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გაძლიერებას ემსახურება.  

პროექტი Nazy’s Guesthouse-ის ბაზაზე მედიათეკის შექმნას გულისხმობს, რომელიც წიგნების ბიბლიოთეკას და მულტიმედიურ არქივს გააერთიანებს. მედიათეკის ბაზაზე გაიმართება საგანამნათლებლო კურსი „გამოსახულების ფაბრიკა“, რომელსაც წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.  

პროექტის ადგილობრივი პარტნიორია Nazy’s Guesthouse. 

ფოტო: ვახო ხეთაგური. ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი ხეობის ქრონიკები. 2021. პანკისი, სოფელი ჯოყოლო.