სიახლე

GCSD-მ ფონდ არველაძესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა, ფონდ არველაძესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის გარგლებშიც ფონდმა, აჭარისა და კახეთის რეგიონისთვის სპორტული, სოციალური და სამეწარმეო სპეციალური პროგრამა - "მომავლის ჩემპიონები" შეიმუშავა.

ქედის, შუახევის, ხულოს, პანკისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პროექტის მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ფეხბურთის საშუალებით, პროექტის მონაწილეების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კურსში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება.

დაგეგმილია ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლის გახსნა, რომლის ფარგლებშიც, მოზარდებთან ადგილობრივი მწვრთნელები იმუშავებენ. პროგრამის დაწყებამდე, ექვსივე მწვრთნელი ფონდის სპეციალური პროგრამით გადამზადდება.

პროექტის ფარგლებში ჩართული სოფლების ჩამონათვალი:

  • მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)
  • დაბა შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი)
  • ღორჯომი (ხულოს მუნიციპალიტეტი)
  • ჯოყოლო (პანკისის ხეობა)
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი (ახმეტა)
  • ომალო (პანკისის ხეობა)

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა და ფონდ არველაძის ერთობლივი პროექტი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან, მწვანე სექტორთან და Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.