კონფერენცია - ინკლუზიური საზოგადოების განვითრების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ინიციატივით, პროექტ “SHE’s GREAT”-ის ფარგლებში, კონფერენცია - “ინკლუზიური საზოგადოების განვითრების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით” ჩატარდა.
კონფერენციის მიზანს, საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევათა კონსოლიდაცია წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და პრაქტიკოსები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და მთავრობის წარმომადგენლები.
კონფერენცია შედგებოდა სამი პანელისგან:
- ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
- გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია;
- გენდერ-ინკლუზიური განათლება;
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და შესაბამისი მიმართულებით დაგროვილი ცოდნა გაუზიარეს. ასევე, პანელური დიკუსიების დროს მოხდა სხვადასხვა პრობლემის იდენტიფიცირება და შესაძლო გადაჭრის გზებზე მსჯელობა წარიმართა.
ღონისძიება “გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის” კვირაში გაიმართა.
SHE’s GREAT (Support Her Empowerment – Girls’ Resilience, Enterprise, and Technology Initiative) ორგანიზაცია IREX-ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის ოფისის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. პროექტი საქართველოში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ძალისხმევით ტარდება.