კვლევითი კონკურსი სტუდენტებისთვის
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD აცხადებს კვლევით კონკურსს სტუდენტებისთვის - ,,ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო”.
კონკურსი მოიცავს კვლევითი დოკუმენტის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:
- საქართველოს უსაფრთხოება და სწრაფვა ნატოსკენ: რატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?
- ევროკავშირის უსაფრთხოება: ნატოსთან ერთად თუ ნატოს გარეშე?
- ნატო და ჰიბრიდული გამოწვევები
- ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება
- ნატო ავღანეთის შემდეგ: ახლა საით?
- ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები: უკრაინა და საქართველო
- დემოკრატიის გლობალური გამოწვევა და ნატო: ალიანსი დემოკრატიის სადარაჯოზე?
- დანაწევრებული ალიანსი: რამდენად ერთიანია ნატო დღეს?
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. სტიპენდიია, თითოეული სტუდენტისთვის შეადგენს - 200 ევროს ექვივალენტს ლარში. ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება კი, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.
Წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (CV) არაუმეტეს 2 გვერდისა;
- ქართულ ან ინგლისურ ენაზე წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.);
- საკონკურსო კვლევის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "ნატოს შესახებ კვლევა" და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო" GCSD საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხადაჭერით, ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.