სიახლე

პროექტი - “უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II”

Საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი იწყებს ახალ პროექტს - “უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II”. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები: (1) ჩატარდება ნატოს ახალგაზრდული აკადემია, რომელიც გააერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ნატოსა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარები ლიდერობის, მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და სხვა მიმართულებებით; (2) გაიმართება ნატოს საუბრების სერია რომელიც გადაიცემა ონლაინ ფორმატში GCSD-ის Facebook-ის გვერდის მეშვეობით. საუბრებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ექსპერტები და ოფიციალური პირები; (3) ჩატარდება კვლევითი კონკურსი სტუდენტებისათვის, რომელიც წაახალისებს ახალგაზრდულ კვლევებს ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე. პარალელურად, ექსპერტები გაანალიზებენ უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებს და დაწერენ სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნდება ელექტრონულ პუბლიკაციაში; (4) მოეწყობა საჯარო მიღება, სადაც მოწვეული იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც შეიტყობენ თუ როგორ აძლიერებს ნატო საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

Პროექტს, GCSD, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

კვლევითი კონკურსი სტუდენტებისთვის

კვლევითი კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD აცხადებს კვლევით კონკურსს სტუდენტებისთვის - ,,ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო”.   კონკურსი მოიცავს კვლევითი დოკუმენტის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე: საქართველოს უსაფრთხოება...

ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის

ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის “უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II” ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, სამდღიანი სასწავლო კურსი - “ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის” ჩატარდა....