სიახლე

მართლწესრიგის ოფიცრებისთვის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა.

 

სწავლებაში მონაწილე ოფიცრებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, პრაქტიკული კომუნიკაციის ტექნიკა, კომუნიკაციის უნარების გამოყენება და სხვ.

 

ტრენინგებს მართლწესრიგის 32 ოფიცერი და საპატრულო პოლიციის 8 თანამშრომელი დაესწრო.

 

ტრენინგების ციკლი GCSD-ის პროექტის „ნდობის ამაღლება საზოგადოებასა და პოლიციას შორის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

ტრენინგი ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ დასრულდა. ტრენინგში მონაწილეობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი...