სიახლე

პროექტი - „მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში“

GCSD-მღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი - „მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცოდნის გაზრდას, მათთვის დამატებითი სასწავლო რესურსების მომზადებისა და პედაგოგებისთვის ეფექტური სწავლების გაძლიერების გზით.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ნარატიული მასალების, ანიმაციური სასწავლო ვიდეოებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების მომზადება. ასევე, ჩატარდება სემინარები პედაგოგებისთვის და საჯარო ლექციები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ.

პროექტის შედეგად სკოლის მოსწავლეები, ადრეულ ასაკში საინტერესო და თანამედროვე ფორმით მიიღებენ ცოდნას საზოგადოების წინაშე უმცირესობების დამსახურებების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, GCSD, ადგილობრივ და რეგიონულ მედიათან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად წარმართავს.