სიახლე

სასწავლო ფესტივალები საჯარო სკოლებში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის SHE’s GREAT!, ფარგლებში, საქართველოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალები ჩატარდა. ფესტივალების მიზანს, პროექტის მონაწილეების ("გენდერი და ჩემი თემის" კლუბების წევრების) გამოცდილების და ცოდნის გაზიარება თემში, ასევე მათი საპროექტო იდეების პრეზენტაცია წარმოადგენდა.

სასწავლო ფესტივალები ჩატარდა:

  • #132 საჯარო სკოლაში, თბილისი;
  • #3 საჯარო სკოლაში, სოფელი წეროვანი, მცხეთა;
  • ჩაქვის #1 სკოლაში, ქობულეთი;
  • სავანეთის საჯარო სკოლაში, ბოლნისი;
  • ახალციხის #1 სკოლაში.

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ, მონაწილე ბავშვების მშობლები, სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე სამოქალაქო სექტორის და ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში შედგა კლუბის წევრების მიერ შესრულებული ნაშრომების გამოფენა,  პრეზენტაციები და ვორქშოფები მოწვეული სტუმრებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, გენდერული სტერეოტიპები და ნორმები.

პროექტი SHE’s GREAT! გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც GCSD, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად, მიმდინარე წლის მარტიდან ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

SHE’s GREAT! - სამეცნიერო-ტექნოლოგიური (STEAM) ბანაკი

SHE’s GREAT! - სამეცნიერო-ტექნოლოგიური (STEAM) ბანაკი

საქართველოს სტრატეგიის და  განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტ SHE’s GREAT!-ის ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური (STEAM) ბანაკი გაიმართა.  Ბანაკში მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულმა, პროექტში ჩართულმა 50-მა აქტიურმა მონაწილემ...