სიახლე

SHE’s GREAT! - სამეცნიერო-ტექნოლოგიური (STEAM) ბანაკი

საქართველოს სტრატეგიის და  განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტ SHE’s GREAT!-ის ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური (STEAM) ბანაკი გაიმართა. 

Ბანაკში მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულმა, პროექტში ჩართულმა 50-მა აქტიურმა მონაწილემ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის, ვალეს N1, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის, მარნეულის N2,  წეროვნის N3 და თბილისის N182 სკოლებიდან. 

STEAM ბანაკის ფარგლებში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობები მიზნად ისახავდა მოზარდებაში სამეცნიერო და ტექნოლოგიური სანგებისა და პროფესიების პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში არსებული  საგანმანათლებლო, გაცვლითი და მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 4 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტენსიური, სპეციალურად შერჩეული პროგრამა. მონაწილეები ესტუმრნენ უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, პოსტ-პროდაქშენ სტუდიას, შეხვდნენ წარმატებულ ქალ მეცნიერებს და ინჟინრებს, დაეუფლნენ დრონების დაპროგრამების, გრაფიკული დიზაინის, რობოტების აწყობის ტექნიკურ უნარებს, ასევე მოისმინეს ლექციები ასტრო-ფიზიკის და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

გვქონდა პატივი, ბანაკის გახსნით ღონისძიებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, გლობალურ ქალთა საკითხების ოფისის პროგრამების დირექტორის მოადგილე, კრისტინ Ბორგოგნიონი დასწრებოდა. GCSD გამოვხატავს გულითად მადლიერებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალურ ქალთა საკითხების ოფისის და ორგანიზაცია IREX-ის მიმართ, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში ქალებისა და გოგონების გაძლიერების შესახებ არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა გლობალური პროგრამა SHE’s GREAT!

მსგავსი სიახლეები

სასწავლო ფესტივალები საჯარო სკოლებში

სასწავლო ფესტივალები საჯარო სკოლებში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის SHE’s GREAT!, ფარგლებში, საქართველოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალები ჩატარდა. ფესტივალების მიზანს, პროექტის მონაწილეების ("გენდერი და ჩემი თემის" კლუბების წევრების)...