სიახლე

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (NCDC) თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  

შეხვედრაზე, GCSD-ის დირექტორის მოადგილემ, გოგიტა ღვედაშვილმა ისაუბრა პანდემიის პერიოდში გაჩენილი ინფოდემიის შესახებ, მიმოიხილა ზოგადად დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის ცნებები, მათი გავრცელებისა და ამ ფენომენებთან გამკლავების გზები. ასევე ისაუბრა კონკრეტულად კოვიდ-19 ვირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში გავრცელებული მითების და დეზინფორმაციის შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილს NCDC-ის ექსპერტები თეონა თოდუა და ნინო სარაშვილი  უძღვებოდნენ. ჯანდაცვის სპეციალისტებმა შეხვედრის დიდი ნაწილი დაუთმეს კოვიდ-19-ისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს. ასევე მიმოიხილეს კოვიდ-19-ის შესახებ მთავარი ფაქტები, ისაუბრეს საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ტენდენციებსა და პანდემიასთან გამკლავების საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, მომხსენებლებმა ვაქცინის და ვირუსის შესახებ აუდიტორიისგან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტისას, ადგილობრივ პარტნიორებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები სომხურ და ქართულ ენებზე. ვაქცინაციის შესახებ ბუკლეტები სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გავრცელდება. 

Შეხვედრა ჩატარდა პროექტის "ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ" ფარგლებში, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.