სიახლე

სიახლეები მიმდინარე პროექტებზე - ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა

საქართველოს სტრატეგიისა და განვითრების ცენტრი (GCSD), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მე-6 თვეა ახორციელებს პროექტს “ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა”.

პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მედიას, რათა სომხურენოვანმა მოსახლეობამ მიიღოს დროული და სანდრო ინფორმაცია ადგილობრივ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე. პროექტის ამოცანაა, აღნიშნულ რეგიონში უზრუნველყოს მოსახლეობის სწრაფი და ეფექტიან ინფორმირება, შეამციროს დეზინფორმაციის საფრთხე და ხელს შეუწყოს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მედია კომპანია tv9news.ge-სთან პარტნიორობით.

  •  პროექტის ფარგლებში 2020 წლის ივლისიდან მე-9 არხთან თანამშრომლობით ქართულ და სომხურ ენებზე შეიქმნა 92 მუტლიმედია მასალა.
  • მე-9 არხისა და GCSD-ის ერთობლივი აქტივობების შედეგად, სომხურ ენაზე, ივლისის თვეში 23 198-მა, აგვისტოში 26 327-მა, სექტემბერში 18 351-მა და ოქტომბერში 18 442-მა ადამიანმა შეიტყო ინფრომაცია ქვეყანაში და რეგიონში განვითრებულ მოვლენების, არჩევნების, პანდემიის, ცრუ-ამბებისა და სხვა სიახლეების შესახებ.
  • გარდა ამისა, გაშუქდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებული 8 სოფლის და ქართველებით დასახლებული 2 სოფლის პრობლემები.