სიახლე

ტრენინგი აჭარის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების მერიების წარმომადგენლებისთვის

18-19 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი - „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია და მასთან გამკლავება“ გაიმართა.

ღონისძიება განკუთვნილი იყო აჭარის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების მერიების წარმომადგენელთათვის, ითვალისწინებდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას და მორგებული იყო მათ საჭიროებებზე.

ტრენინგზე განხილულ იქნა ძალადობრივი ექსტრემიზმის კონცეპტუალური საფუძვლები, მისი მამოძრავებელი ფაქტორები და მასთან გამკლავების მიდგომები - ახალგაზრდების სპეციფიკა და გენდერული დინამიკა, განათლებისა და მედიის როლი, თემის ლიდერების და ოჯახების ჩართულობა. ასევე, ყურადრება გამახვილდა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის ძალისხმევის დაგეგმვასა და მონიტორინგზე.

 საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგი უკვე ჩატარდა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, მომავალში კი მოიცავს სხვა რეგიონებსაც.

Პროგრამას GCSD, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.