ტრენინგი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლებისათვის
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის - GCSD ორგანიზებით, 5 და 6 ივნისს, ქ. ბორჯომში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა წარმატებული ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი განკუთვნილი იყო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლებისათვის და გულისხმობდა მათთვის შესაბამისი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც შემდგომში დაეხმარებათ საარსებო შემწეობის მიმღებ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებაში.
ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეები უკეთ გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შინაარსს, ეფექტური და ხელისშემშლელი კომუნიკაციის ფაქტორებს, პროგრამაში გასაუბრების ეტაპის პროცესს, ბენეფიციართა გასაუბრებისთვის მომზადების სპეციფიკასა და სატელეფონო კონსულტაციის სირთულეებს.
ტრენინგი, პროექტის „სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCSD შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Project”-ის ფარგლებში ახორციელებს.