სიახლე

ტრენინგი VERA-2R ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკების შეფასების ინსტრუმენტის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, VERA-2R ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკების შეფასების სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. 

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ VERA-2R - ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც წარმოადგენს დოქტორ ელეინ პრესმანის მიერ შემუშავებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, რისკის შეფასების ინსტრუმენტს. ის, სპეციალურად ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად არის შექმნილი. კურსი მოიცავდა როცორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. კურსის მონაწილეებს გადაეცათ მეთოდოლოგიის შესაბამისი სახელმძღვანელო მასალა.

VERA-2R ინსტრუმენტი გამოიყენება მართლმსაჯულების, პენიტენციური დაწესებულების,  სამართალდამცავი ორგანოების, პრობაციისა და უსაფრთხოების სამსახურების იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც ძალადობრივ ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობენ. VERA-2R მათ, კომუნიკაციაში, ვითარების მართვასა, საფრთხეების სათანადო შეფასებაში ეხმარება. ეს ინსტრუმენტი მიიღეს ბელგიის, დანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოების სამსახურების, ციხისა და პრობაციის განყოფილებებმა. 

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მთავრობის ადმინისტრაციის Წარმომადგენლები. შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საერთაშორისო აკრედიტაცია გამოიყენონ მეთოდოლოგია ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეების შესაბამისად. მონაწილეებთან გაგრძელდება მუშაობა მათი ცნობიერების გაღრმავების მიზნით. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვა. 

Სასწავლო კურსს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, პეტა ლოუი, Phronesis Consulting and Training-ის მთავარი კონსულტანტი, რომელიც ფლობს ტრენინგის ჩატარების ექსკლუზიურ ლიცენზიას.

Პროგრამას GCSD, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.