პროექტები

ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამა აზერბაიჯანში, საქართველოსა და მაკედონიაში

პროექტი: ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამა აზერბაიჯანში, საქართველოსა და მაკედონიაში (ქართული ნაწილი:ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება ინიციატივა საქართველოში)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: პროექტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დაფინანსებით და Project Harmony Inc.-ის კოორდინირებით.
ხანგრძლივობა: 11 თვე (აგვისტო, 2018 – ივნისი, 2019)
სამიზნე რეგიონები:  აჭარა, გურია, ქვემო ქართლი, კახეთი

2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივნისამდე ორგანიზაცია Project Harmony Inc.-ის მხარდაჭერითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს – „ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ინიციატივა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში GCSD-ის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს რეგიონებში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის (resilience) გაზრდაში, ასევე სოციალური დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სემინარები ახალგაზრდებისთვის, თემის ლიდერებისთვის, მედიის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის სამიზნე რეგინებიდან. ამასთანავე პროექტი ითვალისწინებს შეხვედრის ორგანიზებას ადგილობრივ ახალგაზრდებსა და წარმატებული ათლეტს შორის.

პროექტის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი გასცემს მცირე გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამიზნე რეგიონებში, რომლებიც შეიმუშავებენ და განახორციელებენ აქტივობებს რადიკალიზმის პრევენციის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, თემში დამატებითი აქტივობების განხორცეიელბას.

პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი თემის უკეთ ინფორმირებულობას და ცნობადობის ამაღლებას; ასევე რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძილიერებას.