პროექტები

ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება

                           

პროექტი:
ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) 
დონორი: Hedayah Center
ხანგრძლივობა: 3 მარტი, 2020 - 17 დეკემბერი, 2020

პროექტი „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება" ხორციელდება ჰედაიას ცენტრის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს რეგიონში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შემცირებას. პროექტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების/აქტორებისა და საჯარო მოხელეების უნარების განვითრებაზე ძალადობრივ  ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხებში.

პროექტი დაყოფილია ორ ფაზად. პირველ ეტაპზე GCSD მოამზადებს და ქართულ კონტექსტს მოარგებს Search for Common Ground-ისა და ჰედაის ცენტრის მიერ შემუშავებულ ტრენინგ კურსს ძალადობრივ ექტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. მომდევნო ფაზაზე ჩატარდება სამი ოთხდღიანი ტრენინგი, სადაც საჯარო ინსტიტუტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მიიღებენ კომპლექსურ ცოდნასა და გამოცდილებას სფეროს საუკეთესო, საერთაშორისო ექსპერტებისგან. პროექტის დასასრულს მონაწილეები მზად იქნებიან შესწავლილი მიდგომები გამოიყენონ საკუთარ საქმიანობაში.
ასევე, პროექტისათვის შექმნილი ყველა სასწავლო მასალა გამოქვეყნდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.