პროექტები

სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ფაზა II

პროექტი: სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ფაზა II

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)

დონორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)

ხანგრძლივობა: ხუთი თვე

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში, GCSD აგრძელებს საქართველოს მასშტაბით მოწყვლად და დაუცველ ჯგუფთა მხარდაჭერას პროექტის -„სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - ფარგლებში.

პროექტის მთავარი მიზანია, სახელმწიფო აქტორებთან აქტიური თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველ ჯგუფთა სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც კვლევით, ისე ღონისძიებითი კომპონენტების საშუალებით.