პროექტები

მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების პრევენცია და სანქციების აღსრულება

პროექტის დასახელება: მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების პრევენცია და სანქციების აღსრულება
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ხანგრძლივობა: 2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის დეკემბერი

პროექტს - „მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების პრევენცია და სანქციების აღსრულება“ – GCSD, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.      პროექტის      მიზანია საქართველოში მაღალტექნოლოგიურ კონვენციურ იარაღთან (ACW)     პოტენციურ შემხებლობაში მყოფი პირებისთვის არსებულ რისკებზე ინფორმაციის მიწოდება და რუსეთზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში, რუსეთისთვის ACW-ის კომპონენტებზე წვდომის პრევენცია.           

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობას, კერძოდ:      ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამინისტროებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, ლოგისტიკურ კომპანიებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.    

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს - ACW-ის გავრცელების რისკებისა და სანქციების აღსრულების შესახებ ფინანსური და ოპერატიული შესაბამისობის სახელმძღვანელოს შემუშავებას,      საჯარო და კერძო სექტორისთვის სასწავლო სესიების ჩატარებას, ACW-ის გავრცელების რისკების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებასა და რეგიონული კონფერენციის გამართვას.

პროექტის განხორციელების პროცესში, GCSD-ის გუნდთან ერთად, ჩართული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები

სხვა პროექტები